Reffix

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 10 ნოემბერი, 2026

მოკლედ: შენი მონაცემი შეკვეთის შესასრულებლად გვჭირდება, არ ვყიდით, ბარათის ნომერს არ ვინახავთ, ანალიტიკა მხოლოდ თანხმობით ირთვება. დოკუმენტი საქართველოს კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" მიჰყვება.

1. ვინ ამუშავებს მონაცემებს

შპს რეფიქსი, საიდენტიფიკაციო კოდი 404439318, ქ. თბილისი, ალ. თვალჭრელიძის მე-3 შეს. 2ა, საქართველო. მონაცემთა საკითხებზე კონტაქტი: info@reffix.ge, +995 32 25 600 25.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • შეკვეთისას: სახელი, ტელეფონი, მიწოდების მისამართი ან ფილიალი, კომენტარი, შეკვეთის შიგთავსი, გადახდის გზა და ბანკიდან მიღებული გადახდის სტატუსი.
  • ანგარიშისას: ელფოსტა, სახელი, ტელეფონი, მისამართები. პაროლს არ ვითხოვთ: შესვლის ერთჯერადი კოდი 5 წუთი მოქმედებს და მხოლოდ დაშიფრული სახით ინახება. Google-ით შესვლისას Google-ისგან ვიღებთ ელფოსტას, სახელს და ანგარიშის იდენტიფიკატორს.
  • გადახდისას: ბარათის ნომერს, ვადას და CVV-ს არ ვიღებთ, ისინი მხოლოდ ბანკის გვერდზე შეგყავს. ბარათებს არ ვინახავთ.
  • ტექნიკური: IP-მისამართი და მოთხოვნის დრო უსაფრთხოებისთვის, cookie ().

შეკვეთისთვის სახელი, ტელეფონი და მისამართი ან ფილიალი აუცილებელია; მათ გარეშე შეკვეთას ვერ მივიღებთ. დანარჩენი ნებაყოფლობითია.

3. რატომ და რა საფუძვლით

  • შეკვეთის მიღება, მიწოდება, ინვოისი, დაბრუნება, გარანტია, ანგარიშის მართვა: ხელშეკრულების შესრულება.
  • ბუღალტერია და საგადასახადო აღრიცხვა: კანონით დაკისრებული ვალდებულება.
  • უსაფრთხოება (თაღლითობის პრევენცია, შეტევებისგან დაცვა, ლიმიტები) - ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი.
  • ანალიტიკა (სტატისტიკა Google Analytics-ით: რომელი გვერდები იხსნება, რას ეძებენ და რა იყიდება; ბრაუზერი შემთხვევითი ნომრით იცნობა, სახელის, ელფოსტისა და ტელეფონის გარეშე) - მხოლოდ შენი თანხმობით, cookie-ბანერზე ან „Cookie პარამეტრები“-დან.
  • მარკეტინგული შეტყობინებები: მხოლოდ თანხმობით; უარის შემთხვევაში გაგზავნას ვწყვეტთ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

4. ვის გადაეცემა

  • საკურიერო სამსახური: სახელი, ტელეფონი, მისამართი, მიწოდებისთვის.
  • ბანკი: ონლაინ გადახდისას შეკვეთის ნომერი და თანხა.
  • ჰოსტინგის პროვაიდერი: სერვერზე შენახული მონაცემები ხელშეკრულებით.
  • Google: Google-ით შესვლისას შენი ქმედებით; ანალიტიკისთვის მხოლოდ თანხმობით: მაშინ Google იღებს გვერდის მისამართს, ძებნის სიტყვას, კალათისა და შეკვეთის შემადგენლობას და თანხას, სახელის, ელფოსტისა და ტელეფონის გარეშე.
  • Facebook (Meta): მხოლოდ მარკეტინგის თანხმობით: რეგისტრაცია, კალათა და ყიდვა, რომ რეკლამის შედეგი გაიზომოს; ელფოსტა და ნომერი მხოლოდ დაშიფრული ანაბეჭდით (SHA-256), თვითონ ელფოსტა ან ნომერი არასდროს. ონლაინ გადახდისას თანხმობის ასლი შეკვეთასთან ბანკის პასუხამდე ინახება, არაუმეტეს 48 საათისა.
  • ხელოვნური ინტელექტის სერვისი (ჩატი): საიტის ჩატში შენი დაწერილი ტექსტი პასუხის მოსამზადებლად, შენი ქმედებით; ჩატში პირად მონაცემს ნუ დაწერ.
  • SMS-ისა და ელფოსტის გამგზავნი სერვისი: ტელეფონის ნომერი ან ელფოსტა და შეტყობინების ტექსტი, კოდისა და შეკვეთის შეტყობინების გასაგზავნად.
  • სახელმწიფო ორგანოები: მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნისას.

მონაცემებს არ ვყიდით. სარეკლამო მიზნით მესამე პირს მხოლოდ ის მიდის, რასაც მარკეტინგის თანხმობით დაეთანხმე (Facebook, ზემოთ), და მის გამორთვას ერთი დაჭერა სჭირდება. საქართველოს გარეთ გადაცემა (ჰოსტინგი, Google, Facebook, ჩატის სერვისი) მხოლოდ სათანადო გარანტიებით ხდება.

5. რამდენ ხანს ვინახავთ

  • შეკვეთები და ინვოისები: საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადით (6 წელი).
  • ანგარიში: სანამ თვითონ არ წაშლი; წაშლისას შეკვეთების ჩანაწერები ანგარიშთან კავშირის გარეშე რჩება. დაუდასტურებელი ანგარიში შეკვეთების გარეშე 30 დღეში იშლება.
  • ერთჯერადი ბმულები: ანგარიშის წაშლის ბმული 30 წუთი, შესვლის კოდი 5 წუთი. წერილების ჟურნალი: 90 დღე. სარეზერვო ასლები: 30 დღე, დაშიფრული.

7. როგორ ვიცავთ

საიტი მხოლოდ HTTPS-ით მუშაობს; პაროლს არ ვინახავთ, შესვლა ერთჯერადი კოდით ან Google-ით ხდება; სესიები ნებისმიერ დროს უქმდება; ბარათის მონაცემები ჩვენს სისტემაში არ არსებობს; თანამშრომლის წვდომა შეზღუდულია და ჟურნალდება; სარეზერვო ასლები დაშიფრულია. ინციდენტის შემთხვევაში კანონით დადგენილ ვადაში ვატყობინებთ საზედამხედველო ორგანოს და, საჭიროებისას, შენც.

8. შენი უფლებები

შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა და ასლი, გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეწყვეტა, და ნებისმიერ დროს გამოიხმო თანხმობა. მოგვწერე info@reffix.ge-ზე; ვპასუხობთ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. თუ პასუხი არ გაკმაყოფილებს, შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (pdps.ge) ან სასამართლოს.

9. ცვლილებები

მოქმედი რედაქცია ყოველთვის ამ გვერდზეა, თარიღით. არსებით ცვლილებას საიტზე ან ანგარიშის ელფოსტაზე გაცნობებთ.