
კედლის და ფასადის საღებავები
26 პროდუქტი
- ყველა
- კლებადობით
- ზრდადობით
- A-Z
- Z-A
- ბოლოს დამატებული
კედლის და ფასადის საღებავები კატალოგში
ხშირი კითხვები
რომელი საღებავია კარგი?
კარგი ის საღებავია, რომელიც შენს ზედაპირსა და სამუშაო პირობებს შეესაბამება. კედლისა და ფასადისთვის აკრილის საღებავი გამოიყენება, ლითონისთვის ანტიკოროზიული საღებავი ან ემალი, ავტომობილისა და ავეჯისთვის კი ორკომპონენტიანი სისტემა. თუ დარწმუნებული არ ხარ, დაგვირეკე და შეგირჩევთ.
რა არის აკრილის საღებავი?
აკრილის საღებავი წყლის ბაზის საღებავია, რომლის შემკვრელიც აკრილის ფისია. სწრაფად შრება, ფუნჯი და ლილვაკი კი წყლით ირეცხება. რომელი ზედაპირისა და პირობებისთვისაა განკუთვნილი, თითოეული პროდუქტის აღწერასა და ტექნიკურ ფურცელში წერია.
რა არის გრუნტი და აუცილებელია თუ არა?
გრუნტი საღებავის ქვეშ დასატანი ფენაა: საღებავს ზედაპირზე მყარად აკავშირებს და შეწოვას ათანაბრებს. ახალ, შემწოვ, ლითონისა და პლასტმასის ზედაპირზე საღებავი გრუნტის გარეშე სუსტად ეჭიდება, ამიტომ ასეთ შემთხვევაში გრუნტი აუცილებელია.
რა ღირს საღებავი?
ფასი ბრენდზე, ტიპსა და შეფუთვის ზომაზეა დამოკიდებული. ზუსტი ფასი თითოეული პროდუქტის ბარათზე წერია, ფილტრით კი ფასის, ბრენდისა და მოცულობის მიხედვით შეარჩევ.
